რობინ დანიგანი - კიდევ ერთხელ გილოცავთ, აშშ საქართველოსთან ერთად აღნიშნავს მიღწევას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით

ვულოცავ ყველა ქართველს. გილოცავთ, დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ამერიკის შეერთებული შტატები ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს ამ მიღწევას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

როგორც დანიგანი აღნიშნავს, ამაყობს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე.

„ჩვენ ასევე ვაფასებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს მათი ერთგულებისთვის ევროპული ოჯახის გაფართოების მიმართ. როგორც თქვენ აღნიშნავთ ქართველობას და მაშასადამე, ევროპელობას, ამერიკის შეერთებული შტატებიც აღნიშნავს თქვენთან ერთად. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვუჭერთ საქართველოს მხარს ამ გზაზე და განვაგრძობთ ამის კეთებას. კიდევ ერთხელ  გილოცავთ“, – აცხადებს დანიგანი.