რობინ დანიგანი - ჩვენი დახმარება რასაც აკეთებს, ეს ნამდვილად დადებითია და არა - უარყოფითი
იცით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დეზინფორმაცია იყო, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ. ჩვენი დახმარება რასაც აკეთებს, ეს ნამდვილად დადებითია და არა – უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, აშშ საქართველოს მოქალაქეებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება.
„იცით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დეზინფორმაცია იყო, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება. ის ოთხი მაგალითი, რაც მოვიყვანე, არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი უცხოური დახმარება ქართველებისთვის. ეს არის ქართველი შშმ პირების დახმარება, ახალგაზრდებისთვის ინგლისური ენის შესწავლაში დახმარება, ქართული კულტურის შენარჩუნებაში დახმარება. ეს არის ის, რასაც ჩვენი დახმარება აკეთებს. ასე რომ, ეს ნამდვილად დადებითია და არა – უარყოფითი“, – განაცხადა დანიგანმა.