რობერტო მანჩინი - უცნაური იქნება, თუ ჟორჟინიო „ოქროს ბურთს“ ვერ მიიღებს #1TVSPORT
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ „ჩელსის“ ნახევარმცველმა ჟორჟინიომ უნდა მიიღოს „ოქროს ბურთი“ 2021 წელს.
„ჩემი მოთამაშეები მოხვდნენ „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში. არა ჩემს გამო, არამედ იმიტომ, რომ კარგები არიან. ჩემი აზრით, პრიზი ჟორჟინიომ უნდა მიიღოს. მან ყველაფერი მოიგო და იმსახურებს ამას. უცნაური იქნება, თუ მას არ გამოაცხადებენ გამარჯვებულად“, – მოჰყავს მანჩინის სიტყვები გამოცემა Football Italia-ს.
2021 წელს ჟორჟინიომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და ევრო 2020.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია პარიზში 5 დეკემბერს გაიმართება.