ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

00:18, 19.08.2023

„ნაპოლის“ ყოფილი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა.

64 წლის სპეციალისტი თავისი მოვალეობების შესრულებას 1 სექტემბრიდან შეუდგება.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სპალეტისთან კონტრაქტი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლომდე იქნება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინიმ საკუთარი სურვილით 13 აგვისტოს დატოვა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი.

მსგავსი