„ნაპოლის“ ყოფილი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა.
64 წლის სპეციალისტი თავისი მოვალეობების შესრულებას 1 სექტემბრიდან შეუდგება.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სპალეტისთან კონტრაქტი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლომდე იქნება ძალაში.
შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინიმ საკუთარი სურვილით 13 აგვისტოს დატოვა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი.