„ტორპედომ“ ჟორჟინიო დაიმატა - „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილი, რომელიც გვინეის ნაკრების მოქმედი მოთამაშეა #1TVSPORT
„ტორპედომ“ ჟორჟინიო დაიმატა - „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილი, რომელიც გვინეის ნაკრების მოქმედი მოთამაშეა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ გვინეელი ლეგიონერი, „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილი ჟორჟინიო დაიმატა, რომელიც საკუთარი ეროვნული ნაკრების მოქმედი წევრია, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„28 წლის გვინეელი შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილი და გვინეის ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა“, – წერია „ტორპედოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გვინეა ბისაუს ნაკრების მაისურით გამართულ 25 მატჩში ჟორჟინიოს აქტივში ხუთი გოლია. მანამდე ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის 19-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში.

ჟორჟინიოს კარიერის განმავლობაში ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიცაა „სენტ-ეტიენი“, სოფიის ცსკა, „ლუდოგორეცი“ და კრაკოვის „ვისლა“, ხოლო გასულ სეზონში „ორდაბასთან“ ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.