რობერტო მანჩინიმ საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი წააგო #1TVSPORT
რობერტო მანჩინიმ საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი წააგო #1TVSPORT

საუდის არაბეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში 1:3 წააგო კოსტა რიკასთან. შეხვედრა ინგლისში „ნიუკასლის“ სტადიონზე გაიმართა.

კოსტა რიკას მხრიდან თითო გოლი გაიტანეს ფრანსისკო კალვომ, მანფრედ უგალდემ და რენდალ ლეალმა. საუდის არაბეთში ერთადერთი გოლი ალი ალ-ბულაიჰიმ გაიტანა.

ეს იყო იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის რობერტო მანჩინის სადებიუტო მატჩი საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.