იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მანჩინის ნაკრებიდან წასვლას ღალატი უწოდა #1TVSPORT
ENSCHEDE, NETHERLANDS - JUNE 18: Coach Roberto Mancini of Italy during the UEFA Nations league match between Holland v Italy at the De Grolsch Veste on June 18, 2023 in Enschede Netherlands (Photo by Rico Brouwer/Soccrates/Getty Images)
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ კომენტარი გააკეთა ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მანჩინის წასვლის შესახებ.
„არა სპორტულ, არამედ ადამიანურ დონეზე მანჩინის არჩევანი იმედგაცრუება იყო. ვიგრძენი, თითქოს მან მიღალატა, არადა, რობერტო ყოველთვის ჩემს მეგობრად მიმაჩნდა.
ჩემთვის ეს ჭრილობა იყო, რომელიც დღემდე არ მოშუშებულა“, – მოჰყავს გრავინას სიტყვები გამოცემა Football Italia-ს.
რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი აგვისტოში დატოვა, რის შემდეგაც საუდის არაბეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. ამასთან, მანჩინიმ „სკუადრა აძურადან“ წასვლაში გრავინა დაადანაშაულა.
მანჩინი იტალიის ნაკრებს 2018 წლის მაისიდან ედგა სათავეში და მასთან ერთად 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო.