რობერტა მეცოლა - შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე საშინელი თავდასხმით, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში
რობერტა მეცოლა - შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე საშინელი თავდასხმით, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში

შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე საშინელი თავდასხმით, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.

„შოკირებული ვარ პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი საშინელი თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია და მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი ფიქრები მასთან და მსხვერპლებთანაა”, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.