რობერტა მეცოლა - ევროპარლამენტში დღევანდელი ინციდენტი არ არის გზა ყურადღების მისაქცევად, ვამაყობ, რომ ვართ ღია, განვიხილავთ საკითხებს არა საფრთხის ქვეშ, არამედ მშვიდობიანად
რობერტა მეცოლა - ევროპარლამენტში დღევანდელი ინციდენტი არ არის გზა ყურადღების მისაქცევად, ვამაყობ, რომ ვართ ღია, განვიხილავთ საკითხებს არა საფრთხის ქვეშ, არამედ მშვიდობიანად

ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა სესიის დაწყებამდე ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში აბდულა ოჯალანის მომხრეების შეჭრის ფაქტს გამოეხმაურა.

მეცოლას თქმით, მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.

„ამ დილით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა, რომლის გამოც სესია შეწყდა. ინდივიდები შემოვიდნენ, როგორც ვიზიტორები, მაყურებელთა აივნიდან გამართეს აქცია და უარს აცხადებდნენ შენობის დატოვებაზე. არსებობდა საშიშროება, რომ ისინი ზიანს მიაყენებდნენ საკუთარ თავს პროტესტის ფარგლებში, მაგრამ მოხარული ვარ გითხრათ, რომ სიტუაცია მშვიდობიანად განიმუხტა, არავინ დაშავებულა და აქციის ყველა მონაწილე ახლა პარლამენტის შენობიდან გაყვანილია. მადლიერი ვარ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების, რომლებმაც სწრაფად და პროფესიონალურად გაართვეს თავი სიტუაციას, უსაფრთხოების ჯგუფებმა ძალიან კარგად იმუშავეს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ. ეს პარლამენტი ამაყად დგას გამოხატვის თავისუფლების და პროტესტის უფლებებისთვის, მაგრამ ნებისმიერი დემონსტრაცია ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი წესების პატივისცემას და ხელს არ უნდა უშლიდეს ჩვენს დემოკრატიულ დებატებს. ეს არ არის ის გზა, რითიც ევროპარლამენტის ყურადღების მიქცევა შესაძლებელია. ამაყი ვარ, რომ ჩვენ ღია პარლამენტი ვართ, სადაც გვაქვს დებატები, განვხილავთ საკითხებს, ამას მშვიდობიანად ვაკეთებთ და არა საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა მეცოლამ.

დღეს დაკავებული ქურთი პოლიტიკოსის, აბდულა ოჯალანის მომხრეები ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ, უსაფრთხოების სამსახურმა დეპუტატების ევაკუაცია განახორციელა.