ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში აბდულა ოჯალანის მხარდამჭერები შეიჭრნენ, უსაფრთხოების სამსახურმა დეპუტატების ევაკუაცია განახორციელა [ვიდეო]
დაკავებული ქურთი პოლიტიკოსის, აბდულა ოჯალანის მომხრეები ევროპარლამენტში, პლენალურ სხდომაზე შეიჭრნენ და ოჯალანის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა სხდომათა დარბაზიდან დეპუტატების ევაკუაცია განახორციელა, სესია კი, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა გაავრცელა.
ოჯალანი ქურთისტანის მუშათა პარტიის დამაარსებელია, რომელიც 20 წლის წინ, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.
Öcalan-Anhänger – sogenannte linke „Aktivisten“ – legen den kompletten parlamentarischen Betrieb im Europäischen Parlament in Straßburg lahm. Von Sicherheit/Sicherheitspersonal eine gefühlte Ewigkeit keine Spur. Stattdessen müssen sich die Saaldiener mit diesen Leuten abgeben! pic.twitter.com/zdJVQMYbe9
— Lars Patrick Berg MdEP (@L_P_Berg) February 15, 2023