რობერტა მეცოლა - დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შემზარავია, ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე კოპენჰაგენში მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შემზარავია. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს. იყავი მტკიცედ, მეტე!”- წერს რობერტა მეცოლა.
დანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა. „პრემიერ-მინისტრი შოკირებულია მომხდარით, მაგრამ დამატებითი კომენტარი არ აქვს“, – განაცხადეს დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისში. დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.