ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელსა და მის პარტნიორს ახალი ბრალდება წაუყენეს
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მომუშავე სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელ პოლ მანაფორტსა და მის პარტნიორს რიკ გეითს ახალი ბრალდება წაუყენა.
მიულერის გუნდის ინფორმაციით, პოლ მანაფორტმა რიკ გეითსის დახმარებით 30 მილიონი დოლარი „გაათეთრა“, შემოსავლების შესახებ ინფორმაცია კი ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს დაუმალა.
მანაფორტისა და გეითსის ბრალდება 32 გვერდიანია, ისინი საბანკო და საგადასახადო სფეროში თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ 16-ჯერ დამალეს ინფორმაცია დეკლარაციის შევსების დროს.
მიულერის გუნდის ინფორმაციით, პოლ მანაფორტმა და რიკ გეითსმა უკრაინაში ლობისტური საქმიანობის შედეგად მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს.