აშშ-ის სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გუნდს ორი ადამიანი ტოვებს. მიულერის წარმომადგენლების განცხადებით, გუნდს პიტერ კარი და ბრენდონ ვან გრაკი ტოვებენ.
„კაილ ფრინიმ სპეციალური პროკურორის ოფისში სამუშაო დაასრულა, ამიტომ ისევ თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდება. ბრენდონ ვან გრაკი კი ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტში აგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნულია მიულერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რობერ მიულერი 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს.