რობერტ კენედიმ საარჩევნო კამპანია შეწყვიტა და დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა
ამერიკის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ცნობილი ამერიკული პოლიტიკური ოჯახის შთამომავალმა, რობერტ კენედი უმცროსმა წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა და მხარდაჭერა რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს გამოუცხადა.
რობერტ კენედი უმცროსმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებს.
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა კი ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რობერტ კენედის მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა.