რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი - ჩვენ ვკვლავთ ძალიან ბევრ უკრაინელს, როგორც პაიკებს ორ დიდ სახელმწიფოს შორის მარიონეტულ ომში
რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი - ჩვენ ვკვლავთ ძალიან ბევრ უკრაინელს, როგორც პაიკებს ორ დიდ სახელმწიფოს შორის მარიონეტულ ომში

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი აცხადებს, რომ უკრაინელები პაიკები არიან ორ დიდ სახელმწიფოს შორის ომში. ამის შესახებ რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში არალეგალურად შეიჭრა და აშშ უკრაინაში სამართლიანობის მხარესაა. რობერტ ფრენსის კენედიმ აღნიშნა, რომ მისი შვილი ასევე იბრძოდა უკრაინელების მხარეს, ამერიკელებს აწუხებთ უკრაინელების ტანჯვა და თანაუგრძობენ მათ ბრძოლას, თუმცა კენედის მოსაზრებით, აშშ-ის პოზიცია რუსეთს ჩინეთთან დაახლოებისკენ უბიძგებს და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით აშშ-სთვის საზიანოა.

რობერტ ფრენსის კენედი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინელები რუსეთთან ომში პაიკის როლში არიან.

„შემდეგში მდგომარეობს კითხვა – რატომ ვართ უკრაინაში? რადგანაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ჩვენ უკრაინაში ვართ რუსების გამოსაფიტად. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ჩვენ უკრაინაში ვართ პუტინის ჩამოსაგდებად. და თუ ეს მართლაც ასეა, ჩვენ ვკვლავთ ძალიან ბევრ უკრაინელს, როგორც პაიკებს ორ დიდ სახელმწიფოს შორის მარიონეტულ ომში. უკრაინელები ამ ომს ვერ გაუძლებენ, რასაც ჩვენ გვეუბენებიან ამ ომის შესახებ, არ არის მართალ“, – განაცხადა რობერტ ფრენსის კენედიმ.