რობერტ ფიცოს უკრაინის ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა სურს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს უკრაინის ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა სურს. ფიცოს თქმით, თუ მისი მთავრობის მანდატის პერიოდში ეს ომი დასრულდება, ანუ 2027 წლამდე, ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა აღადგინოს.
„ევროკავშირს სჭირდება რუსეთის ფედერაცია და რუსეთს სჭირდება ევროკავშირი. ჩვენ ვიზრუნებთ უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობებზე“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
რობერტ ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტს არ აქვს სამხედრო გადაწყვეტა და ბევრი პოლიტიკოსი უკვე ლაპარაკობს უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისების აუცილებლობაზე, მან მაგალითად მოიყვანა ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი.