რობერტ ფიცო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა
რობერტ ფიცო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა. ამის შესახებ ფიცომ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ძვირფას, პროგრესულ და ლიბერალურ მედიას, ვწუხვარ, რომ გადავრჩი, მაგრამ მე დავბრუნდი“, – წერს ფიცო.

თავდასხმის შემდეგ ფიცომ მთავრობის პირველი სხდომა გამართა.

ცნობისთვის, რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა. თავდამსხმელი 71 წლის იურაი ცინტულაა, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა. დაკითხვაზე მან დაადასტურა, რომ ფიცოს თავს დაესხა და ამის მიზეზად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა.