რობერტ ფიცო – ევროპა ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა
ევროპა ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. ფიცომ ამის შესახებ პრეშოვში, ახალი აკადემიური წლის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ევროპაში არსებული ვითარება განსაკუთრებით მძიმე და დაძაბულია. სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კონტინენტზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების საფრთხე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე.
„სიტუაცია არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული, ევროპის მასშტაბით სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის თვალსაზრისით, როგორც ახლა არის“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
მედიის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 18 სექტემბერს უკრაინას ეწვევა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.