რობენმა 16-წლიანი პაუზის შემდეგ ნიდერლანდების ჩემპიონატში ითამაშა - მან 30-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს
„გრონინგენის“ ნახევარმცველი არიენ რობენი პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში გამოჩნდა მინდორზე ნიდერლანდების ჩემპიონატის მატჩში. 36 წლის ფეხბურთელი ერედივიზიონის პირველი ტურის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა „ეინდჰოვენის“ წინააღმდეგ მატჩში.
30-ე წუთზე რობენმა, რომელიც კაპიტნის სამკლაურით თამაშობდა, ტრავმა მიიღო და ის 18 წლის ტომაშ სუსლოვით შეცვალეს.
ნიდერლანდელს თავისი ქვეყნის ჩემპიონატში 2004 წლის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები, როცა „ეინდჰოვენი“ დატოვა და “ჩელსიში” გადავიდა. ამის შემდეგ მან „რეალსა“ და „ბაიერნში“ ითამაშა. 2019 წელს, რობენმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა და „გრონინგენთან“ გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი.