„აიაქსმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა - ამსტერდამელებს 1965 წლის შემდეგ პირველად აქვთ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია #1TVSPORT
„აიაქსმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა - ამსტერდამელებს 1965 წლის შემდეგ პირველად აქვთ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია #1TVSPORT

ამსტერდამის „აიაქსმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალფრედ სხრიოდერის გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-18 ტურში „აიაქსმა“ 1:1 ითამაშა „ვოლენდამის“ წინააღმდეგ. ამსტერდამელები ჩემპიონატში შვიდი მატჩია ვერ იმარჯვებენ – ასეთი ცუდი სერია გუნდს 1965 წლის შემდეგ არ ჰქონია.

სხრიოდერმა „აიაქსი“ გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ერიკ თენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

18 ტურის შემდეგ „აიაქსი“ მეხუთე ადგილზეა გათამაშების ცხრილში და ლიდერ „ფეიენოორდს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.