კოდი გაკპო კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს #1TVSPORT
კოდი გაკპო კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს #1TVSPORT

„ეინდჰოვენმა“ და „ლივერპულმა“ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის, კოდი გაკპოს ტრანსფერზე მოილაპარაკეს. ეს ინფორმაცია ნიდერლანდურმა კლუბმა დაადასტურა.

„23 წლის ფეხბურთელი უახლოეს ხანში გაემგზავრება ინგლისში, სადაც აუცილებელ ფორმალურ პროცედურებს გაივლის ტრანსფერის დასრულებამდე“, – წერია „ეინდჰოვენის“ განცხადებაში.

გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, „ლივერპულს“ გაკპოს ტრანსფერი დაახლოებით 37 მილიონი ფუნტი დაუჯდება. ინგლისელებს სურთ, გარიგება პირველ იანვარამდე დაასრულონ.

კოდი გაკპო „ეინდჰოვენის“ პირველ გუნდში 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ნიდერლანდების ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და გოლი პლიუს პასის სისტემით 21 ქულა (9+12) დააგროვა.