საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ლიგების ტოპათეულში შევიდა #1TVSPORT
საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ლიგების ტოპათეულში შევიდა #1TVSPORT

საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ლიგების TOP 10-ში მოხვდა.

როგორც ვებგვერდი Transfermarkt-ი წერს, საუდის არაბეთის ლიგის 16 კლუბის საერთო ღირებულებამ 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა და ახლა 1.02 მილიარდ ევროს უტოლდება.

ეს უფრო მეტია, ვიდრე ნიდერლანდების ერედივიზიონი, რომლის ანალოგიური მაჩვენებელი 1.01 მილიარდ ევროს შეადგენს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ლიგების TOP 5-ში შედიან: საფრანგეთის ლიგა 1 (3,48 მილიარდი), გერმანიის ბუნდესლიგა (4,14 მილიარდი), სერია A (4,52 მილიარდი), ესპანეთის ლა ლიგა (4,67 მილიარდი) და ინგლისის პრემიერლიგა (10,4 მილიარდი).