ლუკ დე იონგი „ეინდჰოვენში“ გადავიდა #1TVSPORT
ლუკ დე იონგი „ეინდჰოვენში“ გადავიდა #1TVSPORT

ნიდერლანდების ვიცე-ჩემპიონმა „ეინდჰოვენმა“ ფორვარდ ლუკ დე იონგთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა. 31 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

დე იონგი ახალ კლუბში „სევილიადან“ გადავიდა, რომლის ფეხბურთელი იყო 2019 წლიდან. გასულ სეზონში ნიდერლანდელი იჯარით „ბარსელონაში“ თამაშობდა.

ლუკ დე იონგი „ეინდჰოვენში“ 2014-19 წლებშიც გამოდიოდა და ამ პერიოდში 204 მატჩში 112 გოლი გაიტანა. „სევილიაში“ მისი მონაგარი იყო – 94 მატჩში 19 გოლი, „ბარსელონაში“ – 29 მატჩში შვიდი გოლი.