რონალდ კუმანმა დაადასტურა, რომ დე იონგი ევრო 2024-ზე არ ითამაშებს #1TVSPORT
რონალდ კუმანმა დაადასტურა, რომ დე იონგი ევრო 2024-ზე არ ითამაშებს #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გამოაცხადა, რომ „ეინდჰოვენის“ ფორვარდი ლუკ დე იონგი ვერ მოხვდება „ნარინჯისფერთა“ განაცხადში ევრო 2024-ზე.

33 წლის ფეხბურთელმა ნიდერლანდების ნაკრებში 39 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.

„ის არ გაემგზავრება ევროზე. ჩვენ ვილაპარაკეთ ერთმანეთში, ეს თავი დახურულია. არაფერი შეცვლილა, მე პატივს ვცემ ყველა გადაწყვეტილებას“, – მოჰყავს კუმანის სიტყვები ESPN-ს.

ლუკ დე იონგმა ერედივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 18 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირებს შორის მესამე ადგილზეა.