კაზემიროს ტრანსფერის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კოდი გაკპოს შეძენა სურს #1TVSPORT
კაზემიროს ტრანსფერის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კოდი გაკპოს შეძენა სურს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებს ძალისხმევა მიმართოს „ეინდჰოვენის“ გარემარბის კოდი გაკპოს შეძენაზე.

გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, „რეალიდან“ კაზემიროს ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, მანჩესტერელები აქტიურად იმუშავებენ ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელის გადაბირებაზე.

„ეინდჰოვენი“ გაკპოს 34 მილიონ ფუნტად აფასებს.

ერედივიზიონის ახალ სეზონში 23 წლის ნიდერლანდელმა ორ მატჩში ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა დააგროვა.