რკინის ხელკეტებით შეიარაღებულმა დაუდგენელმა პირებმა ოდესის ცენტრში სანატორიუმის შენობა დაიკავეს
რკინის ხელკეტებით შეიარაღებულმა ათობით ნიღბიანმა პირმა ოდესის ცენტრში სანატორიუმის შენობა დაიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.
დაუდგენელი პირები სანატორიუმის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას დაწესებულების ტერიტორიაზე არ უშვებენ. ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
სანატორიუმის დირექტორი თქმით, ნიღბიანები დაწესებულებაში ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე შეიჭრნენ და ელექტროენერგია გათიშეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამჟამად, სანატორიუმში მკურნალობასა და რეაბილიტაციას 150 ადამიანი გადის.
როგორც „ინტერფაქს უკრაინა“ წერს, სანატორიუმის გამო უკრაიანის იუსტიციის სამინისტროსა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების პროფკავშირს შორის დავა უკვე 10 წელია გრძელდება.
სანაპიროსთან არსებული „ლერმონტოვსკის“ სანატორიუმის ტერიტორიაზე 12,7 ათასი კვ.მ ფართობის უძრავი ქონება მდებარეობს.