რკინის ხელკეტებით შეიარაღებულმა დაუდგენელმა პირებმა ოდესის ცენტრში სანატორიუმის შენობა დაიკავეს

12:57, 23.02.2018

რკინის ხელკეტებით შეიარაღებულმა ათობით ნიღბიანმა პირმა ოდესის ცენტრში სანატორიუმის შენობა დაიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.

დაუდგენელი პირები სანატორიუმის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას დაწესებულების ტერიტორიაზე არ უშვებენ. ინციდენტის ადგილზე  სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

სანატორიუმის დირექტორი თქმით, ნიღბიანები დაწესებულებაში ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე შეიჭრნენ და ელექტროენერგია გათიშეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამჟამად, სანატორიუმში მკურნალობასა და რეაბილიტაციას 150 ადამიანი გადის.

როგორც „ინტერფაქს უკრაინა“ წერს, სანატორიუმის გამო უკრაიანის იუსტიციის სამინისტროსა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების პროფკავშირს შორის დავა უკვე 10 წელია გრძელდება.

სანაპიროსთან არსებული „ლერმონტოვსკის“ სანატორიუმის ტერიტორიაზე 12,7 ათასი კვ.მ ფართობის უძრავი ქონება მდებარეობს.

მსგავსი