რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი დღეს გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა „საქართველოს რკინიგზასთან“ მოლაპარაკებებში
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გამგეობის დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა „საქართველოს რკინიგზასთან“ მოლაპარაკებებში.
დღეს უნდა განსაზღვრულიყო, კონკრეტულად როდის დაიწყებდნენ რკინიგზელები გაფიცვას, თუმცა შესაძლოა, აღნიშნულმა თარიღმა გადაიწიოს. პროფკავშირების განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ მოთხოვნების შესახებ მოლაპარაკებებზე „საქართველოს რკინიგზამ“ მზადყოფნა გამოთქვა.
„საქართველოს რკინიგზამ“ ოფიციალურად გაავრცელა განცხადება და თანხმობას აცხადებს მოლაპარაკებაზე. ასევე, მიმართა ჯანდაცვის სამინიტროს დანიშნოს მედიატორი. მივიჩნევ, რომ ეს არის ადეკვატური ნაბიჯი რკინიგზის ხელმძღვანელობის მხრიდან. ამ საკითხზე დღეს გამგეობა იმსჯელებს. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ადეკვატურ ქმედებას ადეკვატურად უპასუხებს, თუმცა ეს გახლავთ 19 რკინიგზელის გადასაწყვეტი, რომლებიც გამგეობის წევრები არიან. თუ გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩავერთვებით მოლაპარაკების პროცესში შესაძლოა, გაფიცვის თარიღმა გადაიწიოს და დაველოდოთ მოლაპარაკების შედეგებს“, – განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე
ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების აქციები და გაფიცვები მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაანონსდა. გაფიცვის დაწყების ზუსტი თარიღი დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ.