რიყე-ნარიყალას საბაგირო 14 აგვისტოს, 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 14 აგვისტოს, 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცნობით, 14 აგვისტოს „თელასის“ გეგმური სამუშაოების გამო, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება.
„ამის გამო, საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს“, – აცხადებს კომპანია და მგზავრებს დისკომფორტისთვის ბოდიშის უხდის.