რიყე-ნარიყალას საბაგირო 14 აგვისტოს, 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება

18:41, 13.08.2019

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 14 აგვისტოს, 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ავრცელებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცნობით, 14 აგვისტოს „თელასის“ გეგმური სამუშაოების გამო, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება.

„ამის გამო, საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს“, – აცხადებს კომპანია და მგზავრებს დისკომფორტისთვის ბოდიშის უხდის.

მსგავსი