რიში სუნაკი - უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ჩინეთი მსოფლიო წესრიგისთვის სისტემური გამოწვევაა
რიში სუნაკი - უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ჩინეთი მსოფლიო წესრიგისთვის სისტემური გამოწვევაა

უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ჩინეთი მსოფლიო წესრიგისთვის „სისტემური გამოწვევაა“, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთის ქცევა შემაშფოთებელია, რადგან „სახლში უფრო ავტორიტარულად მოქმედებს“ და „უფრო მტკიცეა საზღვარგარეთ“.

„რა თქმა უნდა, ჩინეთი წარმოადგენს უდიდეს სახელმწიფო საფრთხეს ჩვენი ეკონომიკური ინტერესებისთვის და ეს არის სისტემური გამოწვევა მსოფლიო წესრიგისთვის. ვფიქრობ, ძლიერი გზავნილი, რომელიც ბრიტანეთმა, აშშ-მა და ყველა ქვეყანამ მიაწოდა ჩინეთს, ნებისმიერ ქვეყანას, არის, რომ მხარი არ დაუჭიროს რუსეთს ამ კონფლიქტში“, – განაცხადა რიში სუნაკმა.