რიში სუნაკი - პუტინის ომმა უკრაინაში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა
პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ განაცხადა.
„სწორია იმის ახსნა, თუ რატომ ვდგავარ აქ, როგორც თქვენი ახალი პრემიერ-მინისტრი. ამჟამად ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. კოვიდის შედეგები ჯერ კიდევ გრძელდება. პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა.
ამ მთავრობის დღის წესრიგის ცენტრში დავდებ ეკონომიკურ სტაბილურობასა და ნდობას. ეს ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ თქვენ დამინახეთ კოვიდის დროს, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო ხალხისა და ბიზნესის დასაცავად“, – თქვა რიში სუნაკმა.