დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ამბობს, რომ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების სჯერა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ კვლავ იქნება პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი პასუხობს, რომ ამის სჯერა.
„მე ვიბრძვი, ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ხალხი ახლა უკვე ხვდება იმ რეალურ საფრთხეს, რაც ლეიბორისტულ მთავრობას ნიშნავს“, – განაცხადა რიში სუნაკმა.
ბოლო სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ლეიბორისტები კონსერვატორებთან შედარებით უპირატესობას ინარჩუნებენ. გამოკითხვების მიხედვით, მათ ამომრჩეველთა 40 პროცენტის მხარდაჭერა აქვთ, კონერვატორებს კი – 20 პროცენტის. შემდეგ მოდიან „მწვანეები“ და ლიბერალ-დემოკრატები.