რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია
რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთიდან ხულევამდე გადაადგილებაზე შეზღუდვები ნარჩუნდება.
დიდთოვლობის გამო ცენტრალური მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის. შეზღუდვა, წუხელ ათი საათიდან ისევ ამოქმედდა. რიკოთის უღელტეხილზე მუშაობს ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
„რიკოთზე ამ წუთებშიც თოვს. თოვას ემატება ყინვა და ეს უფრო ართულებს მდგომარეობას. წუხელ ავკრძალეთ ისევ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება და ეს შეზღუდვა რჩება, ჯერ ვერ ვხსნით უამინდობიდან გამომდინარე. ვწმინდავთ გზას და ვცდილობთ, რომ სხვა სახის ტრანსპორტს არ გაუჭირდეს მოძრაობა. იწმინდება გზა, იყრება ტექნიკური მარილი. თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს დღის ორი-სამი საათისთვის იქნებ შევძლოთ შეზღუდვების სრულად მოხსნა“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან რიკოთის მონაკვეთზე ტექნიკური ზედამხედველი მიხეილ დოფიძე.