რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, სადაც ავტოცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა, ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, სადაც ავტოცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა, ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 150-ე კმ-ზე, სოფელ ხევთან თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.  გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია.

მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.