თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა მოიხსნა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.
დიდთოვლობის გამო, რიკოთის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.