რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

12:43, 23.12.2021

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა მოიხსნა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.

დიდთოვლობის გამო, რიკოთის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

მსგავსი