რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეზღუდულია. ტრანსპორტი ორივე მიმართულებით, გვირაბის გვერდის ავლით, შემოვლითი გზით გადაადგილდება. შეფერხება გვირაბში სატვირთო მანქანის გაფუჭებამ გამოიწვია.
როგორც ადგილზე მყოფმა საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლებმა განმარტეს, მოძრაობა სატვირთო ავტომობილის გვირაბიდან გამოყვანის შემდეგ აღდგება.