რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე მეწყრული პროცესების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, აკრძალვის მიზეზი გახდა გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესები.