რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე მეწყრული პროცესების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

17:01, 29.03.2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, აკრძალვის მიზეზი გახდა გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესები.

მსგავსი