რიკარდ იოზვიაკი - „ოდირი“ ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებს მონიტორინგს არ გაუწევს, „ოდირმა“ მოსკოვის და მინსკის მხარე დაიკავა
მიზეზი, რის გამოც „ოდირი“ ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებს მონიტორინგს არ გაუწევს, ლიეტუვის პოზიციაა, რომელმაც უარი განაცხადა დამკვირვებელთა შორის ბელარუსის და რუსეთის წარმომადგენლების ყოფნაზე, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი, ეუთო-ს მიერ 23 აპრილს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„ოდირმა“ მოსკოვის და მინსკის მხარე დაიკავა“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.
ეუთო-ს განცხადებაში ვკითხულობთ: „შეუძლებელი იქნება ლიეტუვის მომავალ არჩევნებზე დაკვირვება, რამდენადაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში გაგზავნილ მოსაწვევში დაყენებულია პირობა ეუთო-ს გარკვეული წევრი ქვეყნების მოქალაქეთა გამორიცხვის თაობაზე, რაც ეუთო-ს ყველა წევრი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულების დარღვევაა“.