რიკარდ იოზვიაკი – „ოდირი“ ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებს მონიტორინგს არ გაუწევს, „ოდირმა“ მოსკოვის და მინსკის მხარე დაიკავა

13:22, 06.05.2024

მიზეზი, რის გამოც „ოდირი“ ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებს მონიტორინგს არ გაუწევს, ლიეტუვის პოზიციაა, რომელმაც უარი განაცხადა დამკვირვებელთა შორის ბელარუსის და რუსეთის წარმომადგენლების ყოფნაზე, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი, ეუთო-ს მიერ 23 აპრილს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ოდირმა“ მოსკოვის და მინსკის მხარე დაიკავა“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

ეუთო-ს განცხადებაში ვკითხულობთ: „შეუძლებელი იქნება ლიეტუვის მომავალ არჩევნებზე დაკვირვება, რამდენადაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში გაგზავნილ მოსაწვევში დაყენებულია პირობა ეუთო-ს გარკვეული წევრი ქვეყნების მოქალაქეთა გამორიცხვის თაობაზე, რაც ეუთო-ს ყველა წევრი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულების დარღვევაა“.

მსგავსი