რიკ დემსი - აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციები ეცდებიან, გადაწყვიტონ პრობლემები, რაშიც საქართველოს ლიდერის როლი ექნება
აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციები ეცდებიან, გადაწყვიტონ პრობლემები, რაშიც საქართველოს ლიდერის როლი ექნება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა განაცხადა.
რიკ დემსი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
„პირველი მაგალითი, რომელიც ყველა თქვენგანისთვის მნიშვნელოვანია, არის საქართველოს რეგიონული პოზიცია აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ავიღებთ ინიციატივას, როცა დელეგაცია დაკომპლექტდება, რომ საპარლამენტო დელეგაციები შეიკრიბონ საპარლამენტო დიპლომატიის კონტექსტში. აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციები ეცდებიან, გადაწყვიტონ პრობლემები, რაშიც საქართველოს ლიდერის როლი ექნება“, – განაცხადა რიკ დემსმა.