რიკ დემსი – კახა კუჭავამ დაგვიდასტურა, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციას დაესწრება და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება

15:47, 27.07.2021

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსის განცხადებით, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია გაიმართება.

რიკ დემსის განმარტებით, კახა კუჭავამ დაადასტურა, რომ ამ კონფერენციას დაესწრება და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება.

„ჩვენ გვექნება სპიკერების კონფერენცია. პარლამენტის სპიკერები შეიკრიბებიან ერთად. თქვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა, რომ ის დაესწრება კონფერენციას და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება“, – აღნიშნა რიკ დემსმა.

ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია სექტემბერში, ათენში გაიმართება.

მსგავსი