რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთების“ გერმანულენოვანი თარგმანი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის შორთლისტში მოხვდა
რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთების“ გერმანულენოვანი თარგმანი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის შორთლისტში მოხვდა

რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთების“ გერმანულენოვანი თარგმანი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის – წლის საუკეთესო წიგნი დამოუკიდებელი გერმანული გამომცემლობებიდან Hotlist 2018, შორთლისტში მოხვდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ქართული წიგნის ცენტრი ავრცელებს. ნაწარმოები გერმანულ ენაზე გასულ წელს ითარგმნა. წიგნის თარგმანზე ეკატერინე ტეტიმ და იულია დენგმა იმუშავეს. მკითხველს ნაწარმოებისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეუძლია.

1984 წელს რეზო ჭეიშვილის ამ მოთხრობის მიხედვით, ამავე სახელწოდების ფილმი რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ გადაიღო. სურათი დღეს კინო კლასიკად ითვლება.