რევაზ ჯაველიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 2022 წლის 10 მაისს დაინიშნა.