რევაზ აფხაზავა - განათლებაში დაფინასების ზრდა ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია
განათლების სფეროს დაფინასების გაზრდა ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია, – ამის შესახებ განათლების საკითხებში, ექსპერტმა რევაზ აფხაზავამ განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსური რესურსი გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
„სწორედ ეს გადაწყვეტილებებია მნიშვნელოვანი და საინტერესო განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის“, – განაცხადა ექსპერტმა.
ამასთან, აფხაზავას თქმით, საინტერესოა ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, როგორ აპირებს ხელისუფლება დასახული მიზნის მიღწევას.
„ჩვენთვის უფრო საინტერესოა, როგორ აპირებს ხელისუფლება ამ დასახული მიზნების მიღწევას. ისეთი გამოწვევებია დღეს საქართველოში, ორი-სამ წელიწადში აღნიშნული მიზნების მიღწევა ძალიან რთული იქნება, თუმცა სწორი ნაბიჯების გადადგმა, როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების სისტემის, სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებით, მასწავლებლების კორპუსის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ამით შევსება დროს საჭიროებს. რაც მალე დაიწყება მსგავსი რაღაცების კეთება, მით უკეთესი. ეს დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო, ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია“, – განაცხადა ექსპერტმა.
საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. ახალი კონცეფციის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.