Reuters - ვაშინგტონი შესაძლოა, ფხენიანის იარაღის მოქმედების არეალში მოხვდეს
ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც იაპონიის სიახლოვეს დაეშვა. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ თეორიულად, ახლა ვაშინგტონი, შესაძლოა, ფხენიანის იარაღის მოქმედების არეალში მოხვდეს, – ამის შესახებ Reuters წერს.
სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეაში რაკეტა პირველად გამოსცადეს. მანამდე, ერთი კვირით ადრე, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში დააბრუნა, რაც, თავის მხრივ, აშშ-ს ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების გაზრდის საშუალებას აძლევს.
ჩრდილოეთ კორეას, საერთაშორისო სანქციების მუქარის მიუხედავად, ამჟამინდელი ლიდერის, კიმ ჩენ ინის მმართველობის განმავლობაში, ათობით რაკეტა აქვს გამოცდილი. ტრამპმა კი პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეას საშუალებას არ მისცემს, ისე განავითაროს ბირთვული რაკეტები, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიას მისწვდეს.