„რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ სულ 15 „კოვიდინფიცირებული“ იმყოფება, მათგან ექვსი გაჩიანის კლასტერიდანაა
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ სულ 15 „კოვიდინფიცირებული“ იმყოფება, მათგან ექვსი გაჩიანის კლასტერიდანაა

„რესპუბლიკური კლინიკის“ დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ ეტაპზე, მათ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა არც ერთს არ აქვს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი იმყოფება, რომელთა მდგომარეობაც ძირითადად დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებით მძიმე პაციენტი არ გვყავს. მათი გეგმიურად მკურნალობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით თავს ვართმევთ, არ გვყავს სარეანიმაციო პაციენტები, რაც ძალიან კარგია. ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით შვიდი თუ რვა პაციენტი დაგვემატა. გუშინაც დაგვემატა ერთი პაციენტი თბილისიდან. გაჩიანის კლასტერიდან ჩვენთან ექვსი პირია“, – განაცხადა გოფორძემ.

ექიმის ინფორმაციით, ხვალ „კოვიდინფიცირებული“ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.